სამართალი
ველისციხეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ, გურჯაანის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულს ორ თანასოფლელთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით დაზარალებულებს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.“ - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


| Print |
FaceBook Twitter Google