სამართალი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში 47 წლის კაცი მოკლეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მეზობლები სოფლის მიმდებარედ ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირების საფუძველზე, ყოფილმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 47 წლის თანასოფლელი მოკლა. შემთხვევის დროს კიდევ ერთი პირი დაშავდა, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მკვლელობა /