შემთხვევა
ქუჩაში ქალბატონი გარდაიცვალა
გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ქალბატონი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის მაღაზიაში შევიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ქალბატონი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, სასწარფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა.
გარდაცვალების წინასწარ მიზეზად მაღალი წნევა სახელდება.
ცხედარი ქუჩაშია დასვენებული, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google