შემთხვევა
ავარია ვაზისუბანში- გარდაცვლილია ერთი ადამიანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი კი დაშავდა. ერთმანეთს „ბე-ემ-ვე“-სა და „ოპელი“-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

"ოპელში" მჯდომი მამაკაცი სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. სამი დაშავებული გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსშია გადაყვანილი, ბავშვი კი თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში.

როგორც speqtri.ge-ს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა რამაზ თევზაძემ განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას სტაციონარში განაგრძობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google