შემთხვევა
მსხალგორის მთაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მთაში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი თანასოფლელებმა ტანსაცმლით ამოიცნეს.
სავარაუდოდ, გარდაცვლილი დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცხედარს დღეს გადმოასვენებენ.


მამაკაცის ცხედარი მსხალგორის მთაში 2 ივნისსაც ნახეს, რომელიც სავარაუდოდ, ხუთი თვის წინ დაკარგული მონადირიდან ერთ-ერთია. ის ადგილობრივმა მწყემსმა აღმოაჩინა.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 26 წლის ლევან ჯალალოვი და მისი ნათესავები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მცხოვრები ავთო და დათო სამხარაძეები ლაკოს ხეობაში სანადიროდ 2015 წლის 28 დეკემბერს წავიდნენ და მათი კვალიც ამის შემდეგ დაიკარგა.

| Print |
FaceBook Twitter Google