შემთხვევა
ჯარისკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს (ექსკლუზივი)
18 წლის ჯარისკაცი ნიკოლოზ რუბლევსკი მეორე საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც speqtri.ge-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
-"ჯარისკაცი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის, უზრუნველყოფის და დაცვის ბატალიონის დაცვის ასეულის მესამე ოცეულის მსროლელად მსახურობდა. ის 19 ივნისს მეორე საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს."

აღნიშნულ ფაქტს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. რა ვითარებაში დაიღუპა წვევამდელი, ამას  გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილი ოჯახში უკვე გადაასვენეს.

არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ არმიაში უსაფრთხოების ზომები მკაცრად უნდა იყოს დაცული.

-"სამხედრო მოსამსახურეებს უშუალო შეხება აქვთ ცეცხლსასროლ იარაღთან და საბრძოლო ტექნიკასთან, ამიტომ გამორიცხული არ არის მოხდეს უბედური შემთხვევა. შეიძლება ეს  გამოწვეული იყოს, როგორც საბრძოლო ტექნიკასთან ან ცეცხლსასროლ იარაღთან გაუფრთხილებელი მოქმედების გამო, ასევე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ ქმედებასაც. მსგავსი ფაქტები ყოფილა როგორც სხვა ქვეყნის, ასევე ქართული არმიის ისტორიაშიც. 100%-იანი გარანტია იმის, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, არ არსებობს. უბრალოდ უსაფრთხოების ზომებია დასაცავი, რაც შეიძლება უფრო მკაცრად. საჭიროა კონკრეტული შემთხვევის ობიექტურად გამოძიება  არა მარტო იმ უწყების მიერ, სადაც ფაქტი მოხდა, არამედ გენერალური პროკურატურის მიერ."


მასალის გამოყენების პირობები
| Print |
FaceBook Twitter Google