შემთხვევა
ლაგოდეხში 27 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში 27 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. გამგებლის წარმომადგენლის ზურაბ გამხარაშვილის ინფორმაციიით, გარდაცვლილი დღეს დილით სოფელ მთისძირთან ახლოს, ტყეში იპოვეს.
მას ექსპერტიზა ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის გურჯაანის ბიუროში უტარდება.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა.



| Print |
FaceBook Twitter Google