შემთხვევა
ავარია გომბორზე- გარდაცვლილია ერთი ადამიანი
გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ავარიის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google