შემთხვევა
ავარიას ყვარელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 50 წლამდე ქალი დაიღუპა.


ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google