შემთხვევა
ლაგოდეხში საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი ხევში გადავარდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი 4 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ნინოსხევში ჩავარდა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მჯდომი სამი მამაკაცი დაშავდა. ისინი მდინარიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ამოიყვანეს.

დაშავებულები ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

| Print |
FaceBook Twitter Google