შემთხვევა
ბაკურციხეში 20 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უბედური შემთხვევა მოხდა. 20 წლის ახალგაზრდა, სოფელ კოლაგის მკვიდრი, ავტოსამრეცხაოში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
-"შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე მოხდა. ახალგაზრდა ბაკურციხეში ავტოსამრეცხაოში მუშაობდა და დენმა  მანქანის რეცხვის დროს დაარტყა."- აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ კოლაგში გიორგი პეტრიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google