შემთხვევა
თეატრიდან მიკროფონები და ფოტოაპარატი მოიპარეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის თეატრიდან ორი უსადენი მიკროფონი და ერთი ფოტოაპარატი მოიპარეს. ქურდობის ფაქტს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს.
- "შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ორი უსადენო მიკროფონი და საშუალო ხარისხის ფოტოაპარატი მოიპარეს. ალბათ ბავშვებმა ჩაიდინეს ეს, თორემ თითოეული ველისციხელი დიდ პატივს სცემს თეატრს და უფრთხილდება. კარი დაკეტილია, მაგრამ კიბის ქვეშ ერთი პატარა საჰაერო ფანჯარა იყო შეღებული. 20 წელია აქ ვმუშაობ და მსგავსი რამ არ მახსოვს."- აღნიშნა speqtri.ge-სთან თეატრის დირექტორმა ნუნუ კარდენახლიშვილმა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google