შემთხვევა
სოფელ ვაჩნაძიანში ავტონაწილებისა და სურსათის მაღაზია გაქურდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, წუხელ მაღაზიებიდან ავტომობილის ზეთები და ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს.

სოფელში გამგებლის წარმომადგენლის ზაქარია მენაბდიშვილის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა „თი-ბი-სი“ ბანკის თანხის ჩასარიცხი აპარატის გატეხვაც სცადეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული საამმართველო იძიებს.

| Print |
FaceBook Twitter Google