შემთხვევა
გომბორთან 59 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
სამდღიანი ძებნის შემდეგ, ქალაქ თელავის მკვიდრი, 59 წლის მამაკაცი გომბორის გზასთან ახლოს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google