შემთხვევა
ბოდბესთან სამხედრო მანქანა ამობრუნდა- გარდაცვლილია ერთი ჯარისკაცი
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბესთან,  "კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად,  1 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, დაშავებულია 10-მდე სამხედრო. ისინი სასწრაფო სამედინიცო დახმარების ბრიგადებმა დედოფლისწაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩლა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.

| Print |
FaceBook Twitter Google