შემთხვევა
გურჯაანში 82 წლის რეჟისორს მანქანა დაეჯახა
გურჯაანში, 82 წლის რეჟისორს გივი გორხელაშვილს, მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

მამაკაცი გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც speqtri.ge-ს საავადმყოფოში განუცხადეს, მას დაზიანებები  ქვედა კიდურებსა და თავის არეში აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google