შემთხვევა
სოფელ ალავერდში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში,  მდინარე ალაზნის ხიდთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რა გახდა ავარიის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google