შემთხვევა
ლაგოდეხში კაცმა ცოლი მეორე სართულიდან გადმოაგდო
speqtri.ge-ს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ცემა და მეორე სართულიდან გადმოაგდო.
ახლობლების ინფორმაციით, ქალი მრავლობითი მოტეხილობებით გურჯაანის სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მათივე ცნობით, ცოლ-ქმარს შორის ეს კონფლიქტის  პირველი შემთხვევა არ არის.

ქალს ოპერაციას რამდენიმე საათის განმავლობაში უტარებდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ამ საკითხზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.

-"მას შემდეგ რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ, ჟურნალისტმა პოლიციაში მოიკითხა,  საქმისწარმოება დაიწყო. სამართალდამცველებმა  ვითარება შეისწავლეს და დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ქალბატონი გამოიკითხა და მან ხაზი გაუსვა, რომ თავისით წაიქცა და დაზიანება ისე მიიღო".



| Print |
FaceBook Twitter Google