შემთხვევა
კახიფარში ავტომანქანა ხეს შეეჯახა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა. მედიკოსების ცნობით, მძიმეა მძღოლის მდგომარეობა, მას მოტეხილობები აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google