შემთხვევა
გურჯაანის პოლიციის უფროსის მანქანა ავარიის შედეგად დაიმტვრა
დღეს, პირველ თებერვალს, გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ჰიუნდაის" და "მერსედესის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
"ჰიუნდაი" შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეა და მას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსი შოთა მოსულიშვილი მართავდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეჯახება უმნიშვნელო იყო და მომხდარზე "მერსედესის" მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google