შემთხვევა
თელავში ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 50 წლის მამაკაცი დაიწვა. ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
ხანძარმა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობელიდან გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო სამსახური თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / ხანძარი /