შემთხვევა
ავარიის შედეგად ექვსი სამხედრო დაშავდა
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.  ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომზდარზე გამძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.

| Print |
FaceBook Twitter Google