შემთხვევა
პატარძეულში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა [Photo]
რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ერთმანეთს "ოპელისა" და "ნისანის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

როგორც speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ პატარძეულში გულნაზი გიუნაშვილმა განუცხადა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოთხი ადამიანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

ფოტოების ავტორი: ლევან ჯაჯანაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google