შემთხვევა
გურჯაანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს "ფორდი" დაეჯახა

დღეს, გურჯაანში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა "ზებრა" გადასასვლელზე გზა ქვეითად მოსიარულეს დაუთმო, რა დროსაც უკნიდან მომავალი "ფორდის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ორივე ავტომანქანა .

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე ადმინისტრაციული ჯარიმა გაფორმდა.


| Print |
FaceBook Twitter Google