შემთხვევა
საქართველო-დაღესტნის საზღვართან მაშველებმა ტურისტები გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა, დაღესტნის საზღვართან ევროპელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს, ევროპელი ტურისტების ჯგუფში, ქალბატონი დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
მაშველები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც თბილისში ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
| Print |
FaceBook Twitter Google