შემთხვევა
ავარია არაშენდაში- დაშავებულია სამი ადამიანი
რამდენიმე წუთის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google