შემთხვევა
სოფელ შაშიანში ავარიის შედეგად პოლიციის "პიკაპი" დაიმტვრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიაანში, თელავისკენ მიმავალი "ოპელის" მარკის ავტომანქანა საპირისპირო მხარეს მოძრავ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს "პიკაპს" დაეჯახა.
პოლიციის კუთვნილი ავტომაქანა გზაზე პატრულირებდა.

შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი დაზიანდა. "ოპელის" ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდენ. მომხდარზე  გამოძიება მიმდინარეობს.



ფოტო:imedinews.ge



| Print |
FaceBook Twitter Google