შემთხვევა
ავარია პატარძეულში- ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
კახეთიდან თბილისის მიმართულებით, რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი "ტრაილერი" ჯერ სამარშრუტო ტაქსს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ავტომაქანას შეეჯახა,

ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, სოფელ ჩაილურში მცხოვრები 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებული პოლიციელები საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში სხეულის მსუბუქი დაზიანებით მოათავსეს. მათი მდგოამრეობა სტაბილურია და სახლში გაწერეს.

გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google