შემთხვევა
ლაგოდეხში მანქანა არხში გადავარდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

რა გახდა ავარიის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google