შემთხვევა
ჯიმითში მეოთხეკლასელ გოგონას მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, სკოლისკენ მიმავალ გზაზე,  მეოთხე კლასელ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გოგონა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
-"ბავშვი სალხიდან გამოვიდა და სკოლამდე არ მისულს, თავის სახლთანვე დაარტყა მანქანამ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, არ ვიცი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა თუ არა. "-აღნიშნა speqtri.ge- სთან ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  კესო თევდორაშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ბავშვს დაეჯახა ამავე სოფლელია. დააკავეს თუ არა ის, შსს-სგან პასუხს ველოდებით და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჯიმითი / ავარია /