შემთხვევა
ბაკურციხის სკოლის მეთორმეტე კლასელები ავარიაში მოყვნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები "ბოლო ზარზე" ავარიაში მოყვნენ. დაშავდა ოთხი ახალგაზრდა.
მსუბუქი ავტომანქანა სატვირთო სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. შემთხვევა ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შედარებით მძიმეა ორი ახალგაზრდის მდგომარეობა, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




| Print |
FaceBook Twitter Google