შემთხვევა
ავარიას ბაკურციხელი ახალგაზრდა ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვეპლა. bmw-ს მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა მძღოლი, ის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც speqtri.ge-ს სოფელ ბაკურციხეში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძიშვილმა განუცხადა, მანქანა თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. გარდაცვლილი და დაშავებული ბაკურციხელები არიან.

მომხდარზე გამოძიება სსკ- ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google