შემთხვევა
ახალსოფელში მეათე კლასელმა გოგომ თავი მოიკლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეათე კლასელმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც  speqtri.ge-ს ახალსოფელში გამგებლის წარმომადგენელმა თემურ სამყურაშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა დღეს დილით ნახეს. მისივე თქმით, ახლობლებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google