შემთხვევა
ავარია სოფელ გურჯაანში- დაშავდა სამი ადამიანი
სოფელ გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი მოტეხილობებითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, Opel-ის მარკის მანქანა ჯერ Golf-ს, შემდეგ კი Honda-ს მარკის ჯიპს შეეჯახა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



| Print |
FaceBook Twitter Google