შემთხვევა
სოფელ კარდენახში ქალს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 80 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მანქანა მას იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზა უკვე გადაკვეთილი ჰქონდა და სახლის ეზოში შესვლას ცდილობდა. მათივე ცნობით, მძღოლიც სოფელ კარდენახის მკვიდრი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გარდაცვლილს ექსპერტიზა გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.



| Print |
FaceBook Twitter Google