შემთხვევა
ახაშენში 83 წლის კაცმა თავი მოიკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 83 წლის კაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც speqtri.ge-ს გარდაცვლილის თანასოფლელებმა უთხრეს, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელსაც კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google