შემთხვევა
გურჯაანში პოლიციელი სცემეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს კაჭრეთის განყოფილების თანამშრომელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემეს. (სახელსა და გვარს არ ვასახელებთ).

Speqtri.ge-ს წყაროს ცნობით, შემთხვევა წუხელ მოხდა. აღნიშნულ ინცინდენტში სამი პირი მონაწილეობდა, რომლებიც მეზობელ სოფელში ცხოვრობენ. დაპირისპირება პარიკირებას მოჰყვა.
სამართალდამცველი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google