შემთხვევა
გურჯაანში მაღაზია გაქურდეს- ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
წუხელ გურჯაანში, აგრარულ ბაზარში მდებარე მაღაზია გაქურდეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც speqtri.ge-ს თანამშრომლებმა განუცხადეს, დილით სამსახურში მისულებს კარი გატეხილი დახვდათ.

გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს. რა ზარალი მიადგა მაღაზიის მეპატრონეს, გამოძიება დაადგენს.



| Print |
FaceBook Twitter Google