შემთხვევა
ყვარელში მამამთილმა რძალი დაჭრა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში 35 წლის ქალს 75 წლის მამამთილმა სანადირო თოფიდან ესროლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ზაზა კოპლატაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს. ძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google