შემთხვევა
კაჭრეთში მიკროავტობუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ცენტრალურ მაგისტრალზე, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს სამგზავრო მიკროავტობუსი იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწეილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პოლიცია / ავარია /