შემთხვევა
ვაჩნაძიანელი მამაკაცი ქოხში გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, 70 წლამდე ასაკის ვალერიან ხაბაზიშვილი ოჯახის წევრებმა  ქოხში გარდაცვლილი და ცხოველისგან დასახიჩრებული იპოვეს. ადგილობრივების თქმით,  მამაკაცი ვენახს დარაჯობდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google