შემთხვევა
წინანდალში სადისტრიბუციო კომპანიის მანქანა დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სადისტრიბუციო კომპანიის კუთვნილ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო.

ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა რამდენიმე წუთში მოახერხეს. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროსადენების გაუმართაობა სახელდება.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.



| Print |
FaceBook Twitter Google