შემთხვევა
გავაზში ავარიისას დაშავებული მეოთხე ახალგაზრდაც დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, 26 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

ავარიისას სამი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / გავაზი /