შემთხვევა
შვეიცარიაში გურჯაანელი 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შვეიცარიაში, გურჯაანის მკვიდრი, 35 წლის ვაჟა კაციაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
დაკავებულია სავარაუდო ეჭვმიტანილი, გარდაცვლილის მეგობარი. ვაჟა კაციაშვილი შვეიცარიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა.

ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაცვლილის გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. უწყებაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებენ.

მომხდართან დაკავშირებით შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია.
| Print |
FaceBook Twitter Google