შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში მსხვერპლით დასრულდა [Photo]
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში, რომელსაც შუა ხნის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს 06-ის მარკის ტაქსი და მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად შეიზღუდა მოძრაობა. თელავის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძარობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google