შემთხვევა
ჩალაუბანში "ნისანი" სიძე-პატარძლის მანქანას დაეჯახა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, "ნისანი" სიძე-პატარძლის მანქანას, მერსედესს დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, "ნისანის" მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და მას მართვის მოწმობა სამი წლით ჩამოერთვა.

მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google