შემთხვევა
ავარიას საგარეჯოში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში მსხვერპლით დასრულდა. მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ უა ხნის ასაკის ქალბატონი ადგილზევე დაიღუპა, 3 მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /