შემთხვევა
სოფელ ნასამხრალში მანქანა დაიწვა- დაშავებულია ორი ადამიანი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში "სუბარუს" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ელექტრო განათების ბოძს დაეჯახა, ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მსხდომი 2 მგზავრი დაშავდა, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით,  ერთ-ერთს ლოკალური დამწვრობა აქვს, მეორეს კი გულმკერდის არეში სხეულის 20 %-ს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google