შემთხვევა
საქართველო-დაღესტნის საზღვარზე აფეთების შედეგად ქართველი მესაზღვრე დაიღუპა
საქართველო-დაღესტნის საზღვართან მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, ერთი ქართველი მესაზღვრე გარდაიცვალა და სამი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით,  საზღვარზე გაზის ბალონი აფეთქდა. სამი დაშავებულიდან ერთი ყვარლის საავადმყოფოში, ხოლო ორი თბილისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google