შემთხვევა
მძღოლი, რომელიც ჩალაუბანში საქორწილო კორტეჟს დაეჯახა გარდაიცვალა
50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 17 სექტემბერს "ნისანის" მარკის ავტომანქანით საქორწილო კორტეჟს დაეჯახა, გარდაიცვალა.
მისი მდგომარეობა მძიმე იყო და სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "ნისანის" მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google